Menu

GE – ჩვენს შესახებ

მოგესალმებით მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი!

 

კორვინუსის უნივერსიტეტი წარმოადგენს ლიდერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში. „Financial Times”-ის მონაცემებით, ევროპის ბიზნესის სკოლებს შორის, კორვინუსის უნივერსიტეტი მეორე ადგილს იკავებს რეგიონში.

 

ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აკადემიური მკვლევარებისთვის. ხანგრძლივი გამოცდილება მულტიდისციპლინარულ სფეროში, საშუალებას გვაძლევს მაღალი დონის კურსები შეთავაზოთ სტუდენტებს, ისეთი როგორიცაა: განვითარებადი ეკონომიკა, ტრანსნაციონალური კორპორაციები, რეგიონული ინტეგრაცია, საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ფინანსები. კვლევითი თანამშრომლობა და მაღალი პროფესიული ეთიკა – უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო გამორჩეულია, ევროპის მასშტაბით. ჩვენი მკვლევარები თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკთან, ავსტრალიის და ამერიკის უნივერსიტეტებთან.

 

საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის გავლა შესაძლებელია როგორც უნგრულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რაც განაპირობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების დაინტერესებას ჩვენი უნივერსიტეტით. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს თეორიისა და პრაქტიკის დაბალანსებულ სწავლებას.

 

ლექციების მთავარი მიზანია სტუდენტებს მისცეს ბიზნესისა და ეკონომის საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, დაეხმაროს მათ აკადემიური წერის, პრეზენტაციის, დებატებისა და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში. სემინარების დახმარებით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკულად გამოიყენონ ლექციების დროს მიღებული ცოდნა და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კვლევასა და პროექტში. ჩვენი ინსტიტუტი სტუდენტებს ასევე აძლევს შანსს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაიარონ საგანმანათლებლო კურსები.

 

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა გთავაზობთ მაღალი დონის კვლევების ჩატარების შესაძლებლობას. სადოქტოროს კანდიდატები თანამშრომლობენ სემინარებში მოწვეულ ლექტორებთან, მუშაობენ პუბლიკაციებზე და აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნაშრომები უნივერსიტეტის აკადემიურ ჟურნალებში გამოაქვეყნონ.

 

მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის პერსონალი მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, ვინც იზიარებს ჩვენს მთავარ ღირებულებებს.

 

პატივისცემით,
მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი